Digest Logo

„გაზულუქებული სიყვარულით ჩამოვედი დედაქალაქში და აქაც მალევე შემიყვარეს“ - რას წერს ნანუკა გულუა

1699337394
ნანუკა გულუა

მსახიობი, ნანუკა გულუა რამდენიმე დღის წინ, იუბილარი იყო.

ნანუკა ვრცელ ფეისბუკ პოსტს აქვეყნებს, იხსენებს განვლილ წლებს და საზოგადოებას მადლობას უხდის.

„40 წელი ადრე მეგონა ცხოვრების დასასრული და თურმე დასაწყისი ყოფილა, ზუგდიდში ყოველთვის პოპულარული ბავშვი ვიყავი,ახლა რომ ვფიქრობ ენერგეტიკა იყო ის რაც ასე იზიდავდა ადამიანებს ჩემში…სულ ნანუკა,ნანუკა ისმოდა გარშემო - უფრო სწორედ ნანული,ნანული.

ამ ყურადღებაში და სითბოში ვიყავი ყველგან: სახლში,უბანში,სკოლაში,წრეებზე… სულ საჭირო მეგობრებისთვის და სულ გამხალისებელი თავშეყრებში.  გაზულუქებული ამდენი სიყვარულით ჩამოვედი დედაქალაქში და აქაც მალევე შემიყვარეს უბანშიც,სტუდენტობის მეგობრებმა თუ ახალმა ნაცნობებმა… ყველგან უკვე ისმოდა ნანუკა… მერე ქეთი დევდარიანი გამოჩნდა და ზღაპრად აქცია ჩემი ყოველდღიურობა პატარა პუბლიკიდან. ყველა შემხვედრი მესიყვარულება… მერე ღმერთმა კახათი დამაჯილდოვა ,დიდხანს მაკვირდებოდა ისე, მერე ნინათი რომელიც სამყაროში ყველაზე დიდი ჯილდოა,მალე მეორე შვილი მომცემს კიდევ უფრო გაუსაძლის ბედნიერებას, საოცნებო სამსახური სადაც ყველაფერი და ყველა ჩემი  ბედნიერებისთვისაა მომართული, ჩემი სუპერძალა-მეგობრები და ჩემი ოჯახი,რომლისთვისაც ყოველთვის მცირეა ჩემი წარმატება. არც განსაკუთრებული ნიჭი მაქვს,არც ჟიზელი ვარ და არც სექსბომბა , მხოლოდ შემიძლია ვთქვა ვარ კეთილი და ამიტომ ხდება ყველაფერი… არასოდეს მიღალატია,არასოდეს შემშურებია… წარმატების ფორმულაც შევქმენი. მიყვარხართ,დიდი მადლობა ჩემი დაბადების დღის გაფერადებისთვის“, - წერს ნანუკა გულუა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

კვიპროსში ავარიას ახალგაზრდა ქართველი კაცი ემსხვერპლა🎥 12 წლის გოგო, რომელზედაც სექსუალურად იძალადეს, სავარაუდოდ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლიც იყო - ახალი დეტალები