Digest Logo

გეცოდებათ, მაგრამ ამავდროულად გღლით პარტნიორის ყოფნა თქვენს ცხოვრებაში? - წაიკითხეთ, ფსიქოლოგის საინტერესო პოსტი

1776943435
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3Dpfbid0v2nTtfobWmTtd4Ti1GJnZLgP62zVexLkM73LMLvUtt5wXznUBzAzraCHTY783rSpl%26id%3D61574178027310&show_text=true&width=500" width="500" h

როდესაც ურთიერთობის შენარჩუნების მთავარი მოტივი სიბრალული ხდება, ეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ რთული და ხშირად არაჯანსაღი დინამიკის მაჩვენებელია.

სიბრალული გულისხმობს, რომ თქვენ პარტნიორს აღიქვამთ არა როგორც თანასწორს, არამედ როგორც თქვენზე სუსტს, უსუსურს ან „დაზარალებულს“.

ჯანსაღი ურთიერთობა ეფუძნება პატივისცემას და პარტნიორობას, სიბრალული კი ამ ბალანსს არღვევს და თქვენ „მშობლის“ ან „მხსნელის“ როლში გადაგიყვანთ, ის კი „ბავშვის“ ან „მსხვერპლის“ როლში რჩება.

სხვისი ემოციური მდგომარეობის ტარება დიდი ტვირთია. როცა ურთიერთობაში მხოლოდ იმიტომ რჩებით, რომ მას „არ ეწყინოს“ ან „არ დაიღუპოს“ თქვენ გარეშე, ადრე თუ გვიან გაგიჩნდებათ ბრაზი და აგრესია ამ ადამიანის მიმართ.

ეს კი იწვევს შინაგან კონფლიქტს: გეცოდებათ, მაგრამ ამავდროულად გღლით მისი ყოფნა თქვენს ცხოვრებაში.
რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, სიბრალულით გვერდით დგომა ხშირად ხელს უშლის ადამიანს განვითარებაში. სანამ ის გრძნობს, რომ თქვენ მისი „საყრდენი“ ხართ სიბრალულის გამო, მას არ უჩნდება მოტივაცია, თავად აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებასა და ბედნიერებაზე.

სიბრალულით შენარჩუნებულ ურთიერთობაში იკარგება ინტიმურობა და გულწრფელობა. პარტნიორი ადრე თუ გვიან იგრძნობს, რომ თქვენი მხარდაჭერა არა სიყვარულიდან, არამედ მოვალეობის ან დანაშაულის გრძნობიდან მოდის, რაც მისთვისაც ძალიან მტკივნეული და დამამცირებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

კითხვები, რომლებიც შეგიძლიათ საკუთარ თავს დაუსვათ:

- რა მოხდებოდა, ეს ადამიანი რომ დღეს სრულიად ბედნიერი და წარმატებული გახდეს? ისევ მენდომებოდა მასთან ყოფნა?

- რა მამოძრავებს: მასზე ზრუნვა თუ იმ დანაშაულის გრძნობის შიში, რომელიც მისი მიტოვების შემთხვევაში გამიჩნდება?

- ვცემ თუ არა მას პატივს, როგორც პიროვნებას, თუ მხოლოდ მის სისუსტეებს ვხედავ?

სიბრალულით დაწყებული ან გაგრძელებული კავშირი ხშირად „მსხვერპლი-მხსნელის“ დრამატული სამკუთხედის ნაწილია. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არცერთ მხარეს არ აბედნიერებს.

ჯანსაღი ურთიერთობა იქ იწყება, სადაც ორივე მხარე ერთმანეთს სრულფასოვან, ზრდასრულ ადამიანებად აღიქვამს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ცოლს რომ ემიგრაციაში გაუშვებ და ქალის სადღეგრძელოებს სვამ, რომელ პატივისცემაზეა საუბარი“ - ელენა სიყმაშვილი

„კომბინაცია სიმბოლურად უკავშირდება ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას“ - როგორ გავააქტიუროთ დღის კოდი

🎥 „დავტესტე რამდენად იცის ასტროლოგია და გარტყმაში არ არის... შეადგინა რუკა, მაგრამ იყო სრული აბსურდი“ - მარიამ შუკაკიძე ხელოვნურ ინტელექტს აკრიტიკებს