
იშვიათია ადამიანი, რომელიც გაწონასწორებული აზროვნებით, სულიერი სიმშვიდითა და პოზიტიური განწყობით ირგვლივ ისეთ გარემოს ქმნის, რომელიც შენც გაჯადოებს და სიმშვიდისა და პოზიტივის ნოტზე გაყენებს. სწორედ ასეთი ადამიანია ნუცა შანშიაშვილი, რომელიც თავს ბედნიერ ქალად მიიჩნევს და ამბობს, რომ წარმატების გასაღები, სწორედ ჩვენში, თითოეული ადამიანის, ხასიათში იმალება.
ნუცა უკვე რამდენიმე წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს და განსაკუთრებულად უყვართ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ნუცამ ახლახან სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გაავრცელა:
„რა მნიშვნელობა აქვს ცხოვრებაში სურვილების ასრულებას, თუ უმალვე კარგავ სიამოვნებას! ერთადერთი რამ, რაც უკვდავია და წარმოადგენს უსასრულო ბედნიერების გზას, ეს არის სურვილი შემქმნელის გაცნობისა!
მხოლოდ მისკენ მიმავალი გზა არს მარადიული სიამოვნების წყარო!
ღმერთი არის ბედნიერება, სიყვარული და სინათლე! ის არასოდეს არ გსჯის შენ, შენ მარტო შენი უცოდინარობა და მისგან შორს ყოფნა გაწამებს!“, - წერს ნუცა შანშიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მსოფლიო გიგანტმა ესპანურმა გამომცემლობამ „დედა და ილია“ ესპანურად გამოსცა“ - გიორგი კეკელიძე