Digest Logo

🎥 „ღმერთმა ინებოს წყალში არ ჩავყაროთ მისი უდიდესი და განუმეორებელი ღვაწლი“ - დეკანოზი ბასილ ახვლედიანი ბერ ნიკოლოზზე

1776963051
ბასილ ახვლედიანი

თბილისი, 23 აპრილი - დღეს, დედაქალაქში ბერი ნიკოლოზი, ერისკაცობაში ნარიმან მაქარაშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ის საბურთალოზე, ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალეს.

მდუმარე ბერს პანაშვიდი გადაუხადა დეკანოზმა ბასილ ახვლედიანმა, ლოცვის შემდეგ კი ბერის ღვაწლზე ისაუბრა:

„მჯერა რატომღაც შინაგანად, რომ თითოეული ჩვენგანი, განსაკუთრებით ის, ვინც თამამად გამოხატა მამა ნიკოლოზის ირგვლივ თავისი დამოკიდებულება, მიუხედავად ბევრი საკითხისა, მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ განსაკუთრებული ქრისტიანები გავხდებით ჩვენ ნელ-ნელა მამა ნიკოლოზის დახმარებით. 

ღმერთმა ინებოს წყალში არ ჩავყაროთ მისი უდიდესი და განუმეორებელი ღვაწლი“, - აღნიშნა დეკანოზმა ბასილ ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ მდუმარე ბერი ნარიმან მაქარაშვილი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი მიმდინარე წლის 19 აპრილს იპოვეს. ბერი ნიკოლოზი საზოგადოებისთვის ცნობილი იყო თავისი ასკეტური ცხოვრების წესითა და მრავალწლიანი მდუმარებით, რის გამოც მის მიმართ ინტერესი ყოველთვის მაღალი იყო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ბერი ნიკოლოზი თბილისში, ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალეს

⭕რას ნიშნავს „ნასესხები“ - დადგა თუ არა ნამდვილი გაზაფხული?

📸„დადუმებამდე სასწაულ ფორმაში ხარ“ - 62 წლის ეკა კახიანის ახალი ფოტოები სოცქსელს იპყრობს