დები 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თბილისში, სამი კვირის წინ დაშავდნენ.
ოჯახს ფინანსური დახმარება ესაჭიროებოდა, რის გამოც საზოგადოება გაერთიანდა.
დაშავებული დები ჯერჯერობით ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში არიან, თუმცა ორივე მათგანი გონს მოვიდა.
სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში სანდრო ელოშვილი გამოეხმაურა:
„ღრმად ჩაისუნთქეთ, ისეთი ამბავი უნდა გითხრათ...
ჩვენი პატარა მეგობრები ხომ გახსოვთ, მზის გოგონები, ნიაკო და თათული...
მთელი ქვეყანა რომ გავერთიანდით და მარტო ჩემთან 60 000 ლარზე მეტი რომ შეგროვდა...
ჰოდა ეს 60 000 ალბათ როგორც მინიმუმ ერთი 5-6 ათასი ტრანზაქცია მაინც იყო და დანიშნულებებში, სადაც ორ სიტყვაზე მეტს ვერ დაატევ, ისეთ რამეებს ვკითხულობდი, ლოცვას უფრო ჰგავდა, ვიდრე საბანკო აღწერილობას.
ჰოდა, მოკლედ უმცროს დაზე, თათულიზე ვიცოდი, მაგრამ არ ვწერდი, ნიაკოს ველოდებოდით...
ჰოდა ახლა დადასტურებულად გეუბნებით... იმ საშინელი დღიდან ერთი თვის შემდეგ, ორივე დამ გაიღვიძა და შეძლეს კომიდან გამოსვლა !
წინ გრძელი და რთული რეაბილიტაციის პროცესია, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ...
სინათლემ, სიკეთემ, სიცოცხლემ გაიმარჯვა !“, - წერს სანდრო ელოშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„112-ში შემომავალი ზარების მიღება შეიზღუდება“ - შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს