ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ეკლესიის ორიათასწლოვანი ისტორია, სულთა გამოცნობის ისტორიაცაა,
სულთა გამოცნობის ხელოვნებაა,
გულისსიტყვათა გამოცნობის ხელოვნებაა.
ღვთის ნების გაგების ხელოვნებაა ქრისტიანობა.
და თუ ადამიანს ეს ხელოვნება არ ესმის,
და თუ ადამიანს ამ ხელოვნებაში წარმატებისთვის არ მიუღწევია - ძალიან საცოდავი ხდება ასეთი „ვითომ ქრისტიანი”,
იმიტომ, რომ მისით მუდამ მანიპულირებს ეშმაკი“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ გიორგი წიტაიშვილი – „მომდევნო მატჩებში კიდევ უკეთესად დაინახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია“