Digest Logo

გია ჯაჯანიძის ემოციური აღსარება: „9 წლის ვიყავი, როცა მისი ამბავი გავიგე...“

1777550216
გია ჯაჯანიძე

ცნობილი ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც თავისი რწმენის ისტორიასა და ღმერთთან ურთიერთობაზე საუბრობს. ტელეწამყვანი იხსენებს ბავშვობისდროინდელ განცდებს და იმ გზას, რომელმაც სამყაროსა და ადამიანების სიყვარული ასწავლა.

„პატარა ვიყავი შენზე რომ მომიყვნენ.
ძალიან დამაინტერესა შენმა ამბავმა.

შევშფოთდი, ბევრი კითხვა დავსვი, ამომწურავი პასუხი ვერ მივიღე და ავტირდი.

მერე ჩუმად, ჩემს გულში ფიქრი დავიწყე, ძალიან ვდარდობდი, ვიტანჯებოდი, მეცოდებოდი, თანაგიგრძნობდი. ძალიან შემიყვარდი.

შენი ტკივილი მტკიოდა, ფიქრებში სულ გულში გიკრავდი, ტკივილებს გიმსუბუქებდი და გიშუშებდი.
სულ შენზე ვფიქრობდი, მინდოდა მეშველა.

გონებაში სულ გეუბნებოდი მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ.

დარწმუნებული ვიყავი, ჩემი სიყვარული მოდიოდა შენთან.

და გშველოდი.

ცხრა წლის ვიყავი როცა შენი ამბავი გავიგე პირველად.

ჯვარს აცვესო.

მის მერე ვეკითხულობდი ყველას, რა მოხდა რატომ მოხდა, რისთვის მოხდა.

პასუხები სხვა და სხვა ვერსიებისგან შედგებოდა.

დრო გადიოდა, სულ გულში მყავდი, მერე ერთმა მადლიანმა ადამიანმა ბევრი რამ მიამბო შენზე, წიგნი მაჩუქა და მითხრა, წაიკითხე და ყველაფერს მიხვდებიო.

წავიკითხე და კიდე უფრო ძლიერად შემიყვარდი, ვიდრე მიყვარდი.

შენმა სიყვარულმა მასწავლა ადამიანების სიყვარული,
შენმა სიყვარულმა მასწავლა სიცოცხლის და ცხოვრების სიყვარული.

შენმა სიყვარულმა მასწავლა საკუთარი თავის სიყვარული და შენმა სიყვარულმა მასწავლა შენი სიყვარული.

მერე ნელ-ნელა, ოღონდ ძლიერად, მძაფრად და მთელი არსებით ვიწამე შენი.

ვიწამე და ვიგრძენი შენი ძალა, შენი სიდიადე, შენი სინათლე და შენი მფარველობა.

მე შენ გხედავ, მე შენ გგრძნობ და მე შენ მიყვარხარ.

მე ისევ იმ ცხრა წლის ბავშვივით ვარ,
იმ ცხრა წლის ბავშვივით ვტირი.

ოღონდ, ახლა სიხარულის ცრემლებით.

რა საოცარია, მე შენ არასოდეს არაფერს არ გთხოვ.

შენ თავად იცი, მე რა მჭირდება.

მე კიდე ზუსტად ვიცი, შენი ნების გარეშე არაფერი არ ხდება ამ სამყაროში.
იყოს ნება შენი“, - წერს გია ჯაჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕კარმა და გენეტიკა ასტროლოგიაში „გვარის პროგრამები” - რას წერს აკაკი გოგოლაძე

🎥 „როცა გვერდით გყავს შენი ადამიანი“ - ეთერ ლიპარტელიანი მეუღლესთან გადაღებულ რომანტიკულ კადრებს გვიზიარებს

⭕„ბელტეინის და ვალპურგის ღამე და ვარდობის სავსემთვარეობა: გაწმენდისა და სურვილების მაგიური პორტალი“ - ეზოტერიკოსის რჩევა ამ დღისთვის