ქართველი ძალოსანი, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ტალახაძე სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად, უთბილეს ფოტოებს აქვეყნებს და მას დაბადების დღეს ულოცავს.
„გილოცავ დემრო“, - ამ სიტყვებით მიულოცა ლაშა ტალახაძემ ანა დემურიას დაბადების დღე.
ცოტა ხნის წინ „დაიჯესტმა“მსოფლიოში ერთ-ერთ ძლიერ კაცთან, ლაშა ტალახაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან მეუღლის გაცნობისა და სიყვარულის ისტორია გაიხსენა:
ლაშა ტალახაძე: ინტერნეტში მქონდა ჩემი მეუღლის სურათები ნანახი, საერთო მეგობრები გვყავდა, ისე მოხდა, რომ ბათუმში ერთ-ერთ კაფეში სრულიად შემთხვევით ვნახეთ ერთმანეთი. ამის შემდეგ მივწერე დავეკონტაქტე მანაც მიპასუხა, რამდენიმე თვე ასე გრძელდებოდა. ხან ვკითხულობდით ერთმანეთს, ხან არა და საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ, რომ გადაგვედგა ნაბიჯი, შევხვედროდით ერთმანეთს უფრო ახლოდან გაგვეცნო და სადღაც წელიწად-ნახევარში დავოჯახდით. დღეს გვყავს სამი შვილი და ამ კუთხითაც მინდა, რომ ჩემპიონები ვიყოთ. ჩემი აზრით ეს იყო ბედი, რადგან ერთი დღით ვიყავი ბათუმში ჩასული და სრულიად შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. ალბათ ასე უნდა ყოფილიყო.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მამას ოქროს ფერო გოგო“ - დიმიტრი ქისიშვილი ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს
⭕„დიდ და უსასრულო ბედნიერებას გისურვებ“ - როგორ მიულოცა გიორგი ჭოხონელიძეს ცოლმა დაბადების დღე
🎥 რა მოხდება შენს ორგანიზმში თუ 14 დღის განმავლობაში მიიღებ კურკუმას