მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და მისი მეუღლე მარიტა მელიქიშვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
წყვილის ცხოვრებაში სასიხარულო სიახლეა. ისინი მალე მეორე შვილის მშობლები გახდებიან.
„ჩვენი მეორე პატარა სასწაული გზაშია“, - წერს მარიტა მელიქიშვილი.
როგორც გავრცელებული კადრებით ირკვევა, წყვილს ბიჭი ეყოლება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გასვიანმა მარიტა მელიქიშვილს ხელი 2020 წლის ბოლოს სთხოვა, ხოლო წყვილი ოფიციალურად 2021 წლის 23 იანვარს დაქორწინდა. ჯვრისწერის ცერემონია მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგა.
მათ პირველ შვილს გალაკტიონი ჰქვია და მოფერებით გალას ეძახიან.

View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ: