
მომღერალი მამუკა ონაშვილი, კახი კავსაძისა და გივი ბერიკაშვილის ურთიერთობიდან ერთ-ერთ ეპიზოდს იხსენებს და მათ მეგობრობას სამაგალითოს უწოდებს.
„გივი რომ საავადმყოფოში იწვა, საერთოდ არ მოშორებია მის საწოლს. პატარა ბავშვებივით იყვნენ. ხარობდნენ, მხიარულობდნენ, რაც კახის შეეძლო ყველაფერს აკეთებდა, ოღონდ გივის სახიდან ღიმილი არ მოშლილიყო. გივიც ბოლომდე არ კარგავდა იმედს ამბობდა: „რას ამბობ კახი, რა დროს სიკვდილია, ჯერ კიდევ მაქვს შენთვის ნერვები მოსაშლელიო.“ ასე იყვნენ ერთად ბოლო წამამდე. კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილის სამაგალითო მეგობრობა სამაგალითო სიყვარული... მათ მაგალითზე თაობები უნდა აღიზარდონ... როგორც კახი ამბობდა: „გივის სიკვდილმა ჩემი ნახევარი გული თან გაიყოლაო.“
აწი თქვენი მეგობრობა იქ გაგრძელდება. სამწუხაროა, ეს თაობა ნელ-ნელა გვტოვებს...“ - წერს მამუკა ონაშვილი.
ცნობილი ქართველი მსახიობი, კახი კავსაძე დღეს, 27 აპრილს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
სად დაკრძალავენ კახი კავსაძეს?
VIDEO: „ადექი, ახლა მე შენ გაჩვენებ კლასს!“ - ნიკოლოზ რაჭველი