
ბიზნესმენ ლევან ვასაძის ქალიშვილი, თათა ვასაძე დაქორწინდა. მისი რჩეული, ბათა ზედგინიძეა.
ქორწილი წყვილს რამდენიმე კვირის წინ ჰქონდა.
თათა სოციალურ ქსელში ქორწილში მამასთან ერთად გადაღებულ ემოციურ ფოტოს აქვეყნებს.
„გონებით აქ სამუდამოდ… მიყვარხარ“- წერს იგი.
ცნობისთვის, ლევან ვასაძის ქალიშვილი თათა ვასაძე სუხიშვილების მოქმედი მოცეკვავეა და იგი მამის ეროვნული სამოსის მწარმოებელ ბრენდის „სამოსელი პირველი” სახეს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ თათა ლევან ვასაძის რიგით მეორე შვილი და პირველი ქალიშვილია.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: