
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი მამა თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ამჯერად „დაიჯესტი“ გთავაზობთ დეკანოზ თეოდორე გიგნაძის მორიგ საინტერესო ქადაგებას:
„- როგორც კი ლოცვაზე დადგები, რას შვება შენი გონება?!
- წავიდა...
საერთოდ რომ არ გიფიქრია,
საერთოდ რომ არ გაგხსენებია...
იმწამსვე იწყებს მოგზაურობას საქმეებში, ადგილებში, წარსულში, მომავალში, გეგმებში,
უამრავ რამეს აკეთებს,
ვერაფრით ვერ იმორჩილებ,
და როგორც კი მორჩები ლოცვას - დაგავიწყდება ყველაფერი და რაღაცას აკეთებ...
- და რატომ ხდება ასე?!
- „რამე თუ გრძნობების მსახურებაში მყოფი გული, ღვთით ტკბობას ვერ ახერხებს“,
ნახეთ რა ხდება?!
ჩვენი გული, ანუ ჩვენი შინაგანი სამყარო, არის გრძნობების მსახურებაში, ემოციებით აღსავსე, მიწიერით ტკბობა სურს, და გონება არის ჩვენი შინაგანი არსი, და შესაბამისად, ჩვენს გონებას უკვე აღარ ძალუძს რომ ჭეშმარიტი ღვთის შიში ჰქონდეს, და შესაბამისად, გაურბის ღმერთს, და ღმერთით ტკბობა და ღმერთით სიხარული არ შეუძლია...
და ვართ კვლავ იქ, რასაც ვამბობდით - ვიცით რა, რომ ეს ასე არ შეიძლება - იძულებული ვხდებით, ვიწვალოთ, ვიღვაწოთ, ვიმარხულოთ, საკუთარი თავი მუდამ ვაიძულოთ იმისათვის, რომ ჩვენი გული გათავისუფლდეს ამა სოფლის სულისაგან...“, - წერს მამა თეოდორე გიგნაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: