Digest Logo

„გულის გაჩერებით დახვდათ“ - ექიმებმა შუახნის ქალის სიცოცხლე გადაარჩინეს

1707744280
სასწრაფოს ექიმები

თბილისის მე-7 რაიონული სამსახურის 0733 სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შუახნის ქალის სიცოცხლე გადაარჩინა. 

აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ ავრცელებს.

„თბილისის მე-7 რაიონული სამსახურის 0733 სასწრაფო დახმარების ბრიგადის წარმატება.

გამოძახების ადგილზე მისულ თბილისის მე-7 რაიონული სამსახურის 0733 სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუახნის ქალბატონი გულის გაჩერებით დახვდათ. ბრიგადის წევრების მიერ მოხდა პაციენტის მონიტორზე აყვანა და დაწყებულ იქნა პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. გამოყენებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაციის ტუმბო, რომლის მეშვეობით აღდგა რიტმი, მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ტაქიკარდია.

პაციენტი სტაბილური მდგომარეობით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი.

გვეამაყება:

პარამედიკოსი ირაკლი ხეჩიკაშვილი

უმცროსი ექიმი სალომე ჩიკვაიძე

მძღოლი სიმონ მამაიაშვილი“, - წერია გავრცელებული ინფორმაციაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

სასამართლომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

⭕🎥 „აღტაცებით ელოდა ამ დღეს, თუმცა ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით ასეთ დასასრულს... ხუმრობით თქვა, წავალ მეც გავფრინდები შერეკილებივითო“ - კოლეგები მიშო ბიძინაშვილზე

⭕„დღეს, არ აგერიოთ ბოროტება სიკეთესთან, კარგად გაიაზრეთ ვისთან და რასთან გაქვთ საქმე“ - ასტროლოგის გაფრთხილება