დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მედიკამენტ Isotretinoin-ზე წერს და საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს.
მისი თქმით, იზოტრეტინოინით მკურნალობის დროს ლაბორატორიული მონიტორინგი ხშირად რუტინულად ინიშნება, თუმცა ბოლო კვლევების მიხედვით, ჯანმრთელ პაციენტებში გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია. დადასტურებულია, რომ სისტემური მონიტორინგი არ საჭიროებს სამეცნიერო მტკიცებულება, ხოლო ხშირი ტესტირება შესაძლოა, ზედმეტი იყოს და ფინანსურადაც.
„ძვირფასო პაციენტებო, როდესაც მედიკამენტს გინიშნავთ კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ, ლაბორატორიულ ანალიზებსაც გინიშნავთ მე თუ ამის საჭიროება არსებობს და არა მეზობელი, მეგობარი, ფარმაცევტი თუ სხვა პაციენტი თავისი პირადი გამოცდილებით!
Isotretinoin და ლაბორატორიული მონიტორინგი მკურნალობის პერიოდში.
საჭიროა თუ არა?
წლების განმავლობაში დღემდე პაციენტს რომელიც ამ პრეპარატით მკურნალობაზე იმყოფება ხშირ შემთხვევაში, როგორც წესი ტრიგლიცერიდებისა და ღვიძლის ფუნქციების რუტინულ, ყოველთვიური მონიტორინგის რეკომენდაციას აძლევენ.
რა სამეცნიერო მტკიცებულებაზეა დაფუძნებული ეს რეკომენდაცია?
ყველაფერი იქიდან დაიწყო რომ 1983 წელს ამ პრეპარატის (Roaccutane) ორიგინალური ლიცენზია სხვადასხვა ავტორების (მეცნიერები) რეკომენდაციაზე დაფუძნებით ლაბორატორიული მონიტორინგისკენ მიუთითებდა
მომავალ წლებში უკვე სულ უფრო მცირე რაოდენობის მეცნიერი მიუთითებდა ლაბორატორიულ მონიტორინგს.
ჩატარდა რენდომიზებული კლინიკური კვლევების, კოჰორტული კვლევების, ქეის რიპორტების (case reports), case series, მონაცემთა ბაზების, გაიდლაინების - სისტემური მიმოხილვა და კრიტიკული ანალიზი (critical appraisal).
ჯამში - 407 papers (მონაცემი), შესწავლილ იქნა 125 papers - 4 სხვადასხვა სექციად.
მიღებული მონაცემები:
საერთო ჯამში გვერდითი ეფექტები დაფიქსირებულ იქნა ძალიან იშვიათად.
10 000 პაციენტიდან <1 შემთხვევა (<1 in 10 000) და დაფიქსირებული გვერდითი ეფექტი იყო - ან იდიოსინკრატიული, ტრანზიტორული, ან არა-პრევენციული ლაბორატორიული მონიტორინგით.
ვერდიქტი:
ვერ იქნა ნანახი სამეცნიერო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ გამართლებულ იქნას ლაბორატორიული მონიტორინგის სარგებელი გვერდითი ეფექტების გამოსავლენად.
ჯანმრთელ ადამიანებს (მაგალითად ღვიძლის დაავადებების ისტორიის გარეშე) იზოტრეტინოინით მკურნალობის პერიოდში ლაბორატორიული მონიტორინგი არ ესაჭიროებათ.
A. Affleck, et. al - 20 August, 2022
განსხვავებული რეკომენდაცია დაფუძნებულია კონკრეტული ექიმის, ექსპერტის, ავტორის პირად შეხედულებასთან რომელიც სამეცნიერო მტკიცებულების იერარქიაში ყველაზე დაბალ საფეხურზე იმყოფება (ყველაზე დაბალი ხარისხის მტკიცებულება).
ასევე ზემოთ აღნიშნული რეკომენდაცია წარმოადგენს სამედიცინო ჭარბხმარების (overusing) მაგალითს და საგანგაშოა ლაბორატორიების ფინანსური დაინტერესებაც საქართველოში და სხვა ქვეყნებში“, - წერს ზაზა თელია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ნორმალური ქრისტიანი, ვერ უნდა იძინებდეს და ვერ უნდა იღვიძებდეს...“ - თეოდორე გიგნაძე