ჟურნალისტი - მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია. მან გადაცემაში პოლიტიკოსებთან ერთად საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ამბები განიხილა. მათ ნატოსა და ქვეყნის სამხედრო ნეიტრალიტეტის შესახებ ისაუბრეს, რის გამოც ჟურნალისტი ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა და პრო რუსული მენტალიტეტის მატარებლად მონათლეს.
მეტრეველის ამ კრიტიკას გამოეხმაურა პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ახლა რუსეთ-უკრაინის ომში მოხალისედ იმყოფება.
„საქართველოს ამბებს გადავავლე თვალი და ამჟამად პუტინის დედის დამხმარედ მერაბ მეტრეველს დაუყენებია დედამისი მორიგეობაზე“,- დაწერა ოქრუაშვილმა.
ამის საპასუხო პოსტი „პასუხის პასუხი“ რამდენიმე ხნის წინ პირად გვერდზე გამოაქვეყნა მეტრეველმა და აღნიშნა, რომ „ომში წასვლით ყველანაირი ნაძირლობის ჩამორეცხვა შეუძლებელია“.
„ესე იგი, ვინც ოდესმე გამიკრიტიკებია, ან სხვა მიზეზით ბოღმა ჰქონდა ჩემზე, ყველამ გადაწყვიტა კარგი დროა ჩემზე თავდასხმის.
დღეს მათ რიგებს ეს ნაძირალა კაციც შეუერთდა, რომელსაც ჰგონია, რომ ომში წასვლით ყველანაირი ნაძირლობის ჩამორეცვხვა შეუძლია.
წინა დღეს ერთმა ჩემმა კოლეგამ სტატუსი დადო, რადგან ოქრუაშვილი ომში წავიდა, მზად ვარ სხვა ყველაფერი ვაპატიოო, სადაც კომენტარში მივუწერე, რომ ომში წასვლა საქებარი საქციელია, მაგრამ მაინც გამიჭირდება იმის პატიება, რაც 2011 წელს გააკეთა.
როცა რუსულ პროპაგანდისტულ არხს ინტერვიუ მისცა და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ პროპაგანდაში მიიღო მონაწილოება-მეთქი.
იქვე ვიღაც მისი ფანი შემომივარდა და მერე როგორც ეტყობა ხმაც მიუტანა. ჰოდა, ამან გადაწყვიტა ახლა კარგი დრო იყო ჩემზე შურისძიების და ეს პოსტი გამოაცხო.
სქრინებში ვდებ იმასაც თუ რა ილაპარაკა მაშინ თავის ქვეყანაზე მტრის პროპაგანდისტულ არხზე და თქვენ გადაწყვიტეთ, ვინ უფრო საგინებელია, ადამიანი, რომელიც ამას იკადრებს, თუ ადამიანი, ვისაც კონკრეტულ საკითზე თუნდაც არასწორი აზრი აქვს?
p.s. ჰო, კიდევ ყველას დედა მოვტ#ან, ვინც მე აზრის გამო შემაგინა“,- წერს მეტრეველი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵VIDEO: როგორ იწყებს დილას 4 შვილის დედა თაკო ტაბატაძე
🔵„ნუ ვეძებთ მიზეზებს იქ, სადაც საძებარი არ არის... ახლა არ არის კინკლაობის დრო“ - ჯემალ ბაღაშვილი
🔵რა ელოდება პუტინს ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებით? - ამბავი უკანასკნელი იმპერიის მმართველზე