უკრაინა-რუსეთის ომში მოხალისედ წასული ქართველი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი მოხალისეების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაცია აქვეყნებს. მისი თქმით, ქართველი მოხალისეები იქ არანაირ ანაზღაურებას არ იღებენ და ზოგადად, ფულზე კითხვის დასმაც კი მათთვის შეურაცხმყოფელია.
„რამდენიმე ჟურნალისტმა მკითხა და სხვებიც მწერენ უცხოურ ლეგიონში რამდენს იღებთ ანაზღაურებასო. არავის ქართველებიდან (სხვებზე ვერაფერს ვიტყვი) კითხვაც კი არ დაგვისვამს რამე ანაზღაურება იქნება თუ არა. უფრო მეტიც, ბიჭებს რომ ვკითხე ყველანი შეურაცხყოფილები დარჩნენ. ჩემს და მათ პოზიციას გეტყვით - ჩვენ უკრაინაში ჩამოვედით მოხალისეებად, საძაგელ დამპყრობლებთან საომრად და ნებისმიერი საუბარი რაიმე ფულზე არის
ჩვენთვის შეურაცხმყოფელია!
სიკვდილი ოკუპანტებს!
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!“, - წერს ალეკო ელისაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ყველაზე ცუდი კვირა დაიწყო - დღეს 3 საათიდან სიფრთხილე გმართებთ“ - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს
🔵„ახლა თქვენი დრო იწყება“ - ვის ექნება ვარსკვლავური პერიოდი მიმდინარე კვირაში