
ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად უზიარებს საზოგადოებას რეკომენდაციებს.
ამჯერად იგი ტიკტოკზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც სარეცხი ღრუბლის საფრთხეებზე საუბრობს:
„სამზარეულოს ეს ნივთი თუ სწორად არ გამოიყენე, ძალიან ბევრი დაავადების წყარო შეიძლება გახდეს.
ამ ნივთზე იმაზე მეტი ბაქტერია შეიძლება დაგროვდეს, ვიდრე უნიტაზზე, მასთან შედარებით უნიტაზი უფრო სუფთა შეიძლება იყოს.
ამ ნივთის ერთ სანტიმეტრ კვადრატზე, ხანგრძლივი და არასწორი გამოყენების შემთხვევაში 45 მილიონამდე ბაქტერია შეიძლება დაგროვდეს.
ეს ნივთი ყველა თქვენგანს გააჩნია სახლში და ეს არის სარეცხის ღრუბელი. მას ძალიან ბევრი ფორები გააჩნია, სადაც ჭურჭლის გარეცხვის დროს გროვდება მოშორებული საკვები ნაწილაკები, გარდა ამისა, თუ კარგად არ გააშრე, რჩება წყალიც, რაც ტენიან გარემოს ქმნის, საბოლოო ჯამში ეს იძლევა საშუალებას მასზე ბევრი ბაქტერია გამრავლდეს“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
@giorgighoghoberid7 სამზარეულოს ეს ნივთი იმაზე ბინძური შეიძლება იყოს, ვიდრე - უნიტაზი
♬ original sound - ექიმი გიორგი ღოღობერიძე
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გეიპრანჭნენ გოგუები...“ - თეონა ცირამუა ტყუპების ახალ ფოტოებს აქვეყნებს
⭕„სილამაზე, ეშხი, სექსუალურობა“ - სალომე კაპანაძის პიკანტურმა ფოტოებმა სოცქსელი დაიპყრო