
რამდენიმე თვის წინ ფოტოგრაფმა „დანტესმა“ კიდევ ერთი ქველმოქმედების ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მოთხრობილი იყო ქუთაისელ მარიამზე, რომელსაც სახის ძვლების პრობლემა ჰქონდა. მოგვიანებით, კი გაირკვა, რომ თურქეთში მცხოვრები ექიმი მედეა იობაშვილი მარიამს დაეხმარებოდა შუამდგომლობაში, რომ თურქ პლასტიკურ ქირურგს მისთვის შეღავათიან ფასად სახის ოპერაცია ჩაეტარებინა.
ამ ამბების შემდეგ 16 წლის მარიამისთვის გაერთიანდა საზოგადოება, მათ შორის ცნობილი სახეებიც, მეზობლები და უცნობი ადამიანები, რომელთაც ოპერაციისთვის საჭირო თანხა შეაგროვეს.
მარიამს 20 მარტს სტამბოლში 7 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. თურქეთში გახლდათ თავად დანტესიც, რომელიც ეტაპობრივად უზიარებდა საზოგადოებას ოპერაციის შესახებ ინფორმაციას.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მარიამის ახალს ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ გოგოს ოცნება ასრულდა:
„მარიამმა პირველად ნახა ზღვა.
მისი ოცნება ასრულებულია და წინ ძალიან ლამაზი დღეები ელოდება“, - წერს „დანტესი“ ვიდეოზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გეიპრანჭნენ გოგუები...“ - თეონა ცირამუა ტყუპების ახალ ფოტოებს აქვეყნებს
⭕„სილამაზე, ეშხი, სექსუალურობა“ - სალომე კაპანაძის პიკანტურმა ფოტოებმა სოცქსელი დაიპყრო
🎥 „მადლობა უფალს ასეთი საჩუქრისთვის“ - როგორ მიულოცა მალხაზ ქვრივიშვილს ცოლმა დაბადების დღე