ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასული სამი მოზარდიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა. დაღუპულია 13 წლის მარიტა მეფარიშვილი.
როგორც ცნობილია, მარიტა ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი იყო.
ექიმის განმარტებით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა გამოეხმაურა.
„სადაც მე ვცხოვრობ დუშეთში, პატარა შადრევანი გააკეთეს..
იქ მუდმივად ბურთს თამაშობენ ბავშვები.. რამდენჯერ ჩავარდნიათ ბურთი..
იმის წარმოდგენა, რომ ბურთის ამოსაღებად შადრევანთან მისული ბავშვის სიცოცხლე შეიძლება ასე დამთავრდეს და მერე გითხრან მშობლის ბრალიაო, როგორ უნდა მიიღო და გადაიტანო!!
საერთოდ რატომ ვართ ასე შეგუებული ყველაფერს!!?!?!
ომი რომ არ გვინდა იმიტომ ???“, - წერს მაკა ჩიჩუა.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.
სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ერთ-ერთის, 13 წლის გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ორი მოზარდიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო მეორე „ნიუ ჰოსპიტალში“ ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„სკოლიდან გაპარულან და „შატალო“ მოუწყიათ, საცოდაობა დატრიალდა“ - ტრაგიკული შემთხვევის ახალი დეტალები