„დამრიგებლის მხრიდან ინფორმირებულები ვიყავით, ვცდილობდით შვილებთან დაკავშირებას. ზოგმა გვიპასუხა, რომ ვაკის პარკში არიან და არაფერი იყო საშიში“, - განაცხადა ერთ-ერთი მოზარდის მშობელმა.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ მოზარდებს დენმა დაარტყა.
დაშავებული მოზარდები შადრევნიდან მეეზოვემ გამოიყვანა. სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ერთ-ერთი, 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ორი მოზარდიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო მეორე მოზარდი, „ნიუ ჰოსპიტალში“ ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„სკოლიდან გაპარულან და „შატალო“ მოუწყიათ, საცოდაობა დატრიალდა“ - ტრაგიკული შემთხვევის ახალი დეტალები