მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე საზოგადოებაში აქტუალურობას არ კარგავს. მას არაერთი სკანდალი უკავშირდება. გასულ წელს პაიჭაძე რჩეულს, ბიზნესმენ დავით კოდუას დაშორდა, რამაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ამჯერად მოდელმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გაავრცელა:
„მშვილდოსნები დამეთანხმებით, რამდენად იოლია ჩვენთვის, ჩვენივე ცხოვრებიდან, ამოვძირკვოთ ნებისმიერი ადამიანის არსებობა, ან ხალხთა ჯგუფის, ან მოვლენის, ემოციის….
ისიც გასაგებია, რომ დაუჯერებლად ჟღერს უამრავისთვის, რადგან სხვები ჭიდაობთ, იხსენებთ, სტალკავთ, გაწუხებთ და ისევ ეხებით…
აი, ჩვენ, მშვილდებს, ქარხნულად გვაქვს ეგ ფუნქცია. მშვიდობით და ბედნიერად..“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕10 რამ უკეთესი ხასიათისა და ცხოვრებისთვის - ლევან შელეგიას რჩევები