თბილისი ზოოპარკი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ლეკვების ფოტოს აქვეყნებს, მათი გაჩენის ისტორიას ჰყვება და აღნიშნავს, რომ მზად არიან ცხოველების საიმედო პატრონისთვის გადასაცემად.
„ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკის ბათქა-ბუთქი რომ ატყდა, ზოოპარკში დაფეთებული ორსული ძაღლი შემოვარდა. გარეთ რა გულით გავაბრძანებდით იმხელა მუცლიანს... შევიფარეთ, რაღას ვიზამდით. ცოტა ხანში შვიდი ლეკვი გააჩინა. მთლად ოქროსქოჩრიანები ვერა, მაგრამ ზოგი ქერა, ზოგიც შავი, ზოგიც ყავისფერიაო. ძალიან ყოჩაღი გოგო-ბიჭები არიან, ცნობისმოყვარეები.
კი ვიცით, უამრავი მეტისი რომ უიმედოდ ელის ერთგულ პატრონს, მაგრამ მაინც ვიკითხავთ: ხომ არ გინდათ, შეიფაროთ? კასტრაცია-სტერილიზაციას ჩვენ გავუკეთებთ, ჭიაზეც დავამუშავებთ.
იქნებ რომელიმემ დაგიძახათ ამ ფოტოებიდან და იგრძენით, რომ ის თქვენი უნდა გახდეს?
თუ პატრონებს ვერ ვუპოვით, თავშესაფრისთვის მოგვიწევს გადაცემა, ამდენ ძაღლს ზოოპარკში ვერ დავიტოვებთ...“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ
🎥 ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის მარტი ყველაზე წარმატებული იქნება - ნახეთ, მოხვდით თუ არა ჩამონათვალში?