Digest Logo

„ის ხალხი სად არის შემძვრალი სანიოლის და ნაკრების ერთობაში განხეთქილების შეტანა რომ გინდოდათ?!“ - რას წერს ზურა ხაჩიძე

1719483997
ეროვნული ნაკრები

მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მიმართავს იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველო - პორტუგალიის მატჩამდე, ეროვნულ ნაკრებსა და მის მთავარ მწვრთნელს ვილი სანიოლს აკრიტიკებდნენ.

„ის ხალხი სად არის შემძვრალი სანიოლის და ნაკრების ერთობაში განხეთქილების შეტანა რომ გინდოდათ?!

კვარას რომ აკრიტიკებდით თქვენი უცოდინარობის გამო ვერ თამაშობო?!

სად ხართ?! გიხარიათ მაინც, იმედი მაქვს!

საქართველო მოწოდების სიმაღლეზე და სწორი კურსით ვითარდება!  

სულ ვამბობ და კიდევ გავიმეორებ - ჩვენს ქვეყანაში ფული უნდა ჩაიდოს და განვითარდეს სპორტი, კულტურა და მეცნიერება! ეს არის ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი! 

მიყვარხართ ჩემო მაგარო ქართველებო! მიყვარხართ“, - წერს ზურა ხაჩიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სიმართლე, რომ გითხრათ არ მჯეროდა რომ მოვიგებდით... მთელი სტრატეგია იყო აგებული“ - გიორგი ნემსაძე

⭕„რა მშვენიერი და ძლიერია გამარჯვებული საქართველო...“ - გია მურღულია ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე

⭕ხვიჩა კვარაცხელიას გოლი პორტუგალიასთან ევროპის ჩემპიონატის უსწრაფესი გოლების ხუთეულში შევიდა