დღეს კირა ანდრონიკაშვილის დაბადების დღეა.
კირა ანდრონიკაშვილს ულამაზეს ქართველ ქალთა სიაში თავისი ადგილი აქვს. პროფესიით ხელოვნებათმცოდნემ 20-მდე როლი ითამაშა ქართულ კინოში. მაყურებელს დღემდე ახსოვს მის მიერ განსახიერებული ცირა, ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“; ძაბული, ფილმიდან „მთვარის მოტაცება“ და მრავალი სხვა.
სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს მსახიობს ჟურნალისტი ზაკ მირიანშვილი და მის შესახებ წერს:
„დღეს კირა ანდრონიკაშვილის დაბადების დღეა - „შენ სადღაც დაფრინავო, მეუბნებიან და კარგია თუ დავფრინავ..." - ის მაგალითია, როგორ შეიძლება იყო სილამაზის ეტალონი, რომელიც ცხოვრების გზაზე შეხვედეილმა მრავალმა უსამართლობამ თუ შურმა არ შეცვალა, არ გააბოროტა და დარჩა ასეთად! ✨ ასაკს არ გაგიმხელთ, მაგრამ გეტყვით რომ ის კვლავ მზად არის ქართულ კინოს მრავალი საინტერესო როლი შესძინოს! ❤️
მისი სიკეთე ანათებს ყველაფერს სადაც კი ხვდება და გვაძლევს იმედს იმისა, რომ მშვენიერება საბოლოოდ გადაარჩენს სამყაროს! გილოცავთ ჩემო ძვირფასო, რა ბედნიერებაა რომ ხართ ჩემს ცხოვრებაში! ჩვენ 12 წელია რაც ვმეგობრობთ“, - წერს ზაკ მირიანაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„4 გემრიელი, მაგრამ სასიკვდილო საკვების კომბინაცია“ - არუნ ხათრის რჩევები!