Digest Logo

„ისეთ ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებსაც პირველები მოუწევთ დგომა ბრძოლის ხაზზე ქვეყანას, რომ დასჭირდეს, ამაზეც უნდა ვიფიქროთ“ - „მასტერი“

1714640293
მასტერიმასტერი

რეპერი „მასტერი“ იგივე გიორგი პავლიაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„რასაც არ უნდა ამბობდე და რამდენად სწორიც არ უნდა იყო, თუ ადამიანში პირველ რიგში დადებითს არ ეძებ, თუ ჩასაფრებული პოზიციიდან ხარ, რომ ერთი ნაბიჯი დაუცდეს და იმ წამს ფეხებით შედგე და გადაუარო... შემთხვევით ქუჩაში მხარს რომ გაგკრავს ადამიანი და ბოდიშის მოხდასაც არ აცდი და უკვე მზად ხარ მოღალატე მტერი ეძახო.

სანამ რამეს საჯაროდ დაწერ, რომ არ გეფიქრება რომ შეიძლება ეს ნაწერი დედაჩემმა ნახოს და ჩემი არ შერცხვესო - ამ პასუხისმგებლობას და ტვირთს თუ არ ეწევი აბა რაში გამოიხატება შენი „მაგარი ტიპობა“, შენი ხალხის სიყვარული? შენი ქალაქის სიყვარული სად ჩანს? შენი ქვეყნის სიყვარული მხოლოდ სტადიონზე სიარული არ არის, იქ რომ გმირებად ხედავ ფეხბურთელებს, გამოხვალ და სხვა პოზიციის გამო შეგიძლია წამში გადაუსვა ხაზი მათაც...

რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო, რა აზრიც არ უნდა მქონდეს თავში, რატომ ჰგონია ვინმეს რომ ადამიანზე, ქალზე, ბავშვზე, ახალგაზრდაზე, მოხუცზე ფიზიკური შეხება მომეწონება?

ეს „ისინი“ არიან მსგავსი კატეგორიის ადამიანები, მართლა სიხარულით რომ გააზიარებდნენ ჩემს თავზე გადამხდარ რაიმე უარყოფით ამბავს... რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო, რა აზრიც არ უნდა მქონდეს, რატომ მოვიწონებ მშობელი დედა აგინო წუთში 60-ჯერ.

ისეთ ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებსაც პირველები მოუწევთ დგომა ბრძოლის ხაზზე ქვეყანას რომ დასჭირდეს, ამაზეც უნდა ვიფიქროთ.

ერთია გიყვარდეს ქვეყანა და მეორეა ემსახურო ქვეყანას!!!

არ ვარ „ანგელოზი“, უამრავი ნაკლი მაქვს და სხვაზე მეტად არ ვთვლი თავს (ჩემი სიმღერებიდან მგონი კარგად ჩანს). უბრალოდ ვწერ ამას რომ დავინახო - კიდევ არსებობენ ადამიანები, ჩემზე ბევრად კარგებიც და ბევრად პატრიოტებიც“,  - წერს „მასტერი“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „თვით მოცემულობას კაცსა და ქალსაც უარყოფთ, თავისუფლების მაძიებელი ადამიანი ბოლომდე დაემონა თავის ინსტინქტებს“ - თეოდორე კიკნაძის ემოციური სიტყვები

🎥 „გულთან ყოველთვის არის ჯარი, შემდეგ მოდიხარ შენ... ყოველ კვირას ვლოცულობ საქართველოსთვის“ - გაიცანით, 20 წლის გოგო, რომელიც ამერიკის ჯარში მსახურობს

🎥 „მესმოდა, როცა ჩემს ცოლს უთხრა ექიმმა კვდება და ვერაფერს ვშველითო“ - რა ნახა ჯემალ სეფიაშვილმა კლინიკური სიკვდილის დროს