Digest Logo

🎥 „თვით მოცემულობას კაცსა და ქალსაც უარყოფთ, თავისუფლების მაძიებელი ადამიანი ბოლომდე დაემონა თავის ინსტინქტებს“ - თეოდორე გიგნაძის ემოციური სიტყვები

1714637427
თეოდორე კიკნაძ

„ადამიანისთვის არაფერი ღირებული აღარ არსებობს სამყაროში, მშობლის პატივისცემა, უფროსების პატივისცემა, ავტორიტეტების პატივისცემა. არანაირი ზნეობრივი ნორმების დაცვა, ქალწულობა, ოჯახის ერთგულება, ცოლქმრული ერთგულება.

შეიძლება მივდგეთ და ვაკრიტიკოთ ყველა, ერეკლეც და დავით აღმაშენებელიც. სად არის სამშობლო? სად არის მეგობრობა? სად არის სიყვარული? თუ ეს არაფერი აღარ არის, მათ შორის აღარც კაცია და აღარც ქალი, ანუ არაფერი დარჩა.

რწმენა, ეკლესია, პატრიარქი, აღარ დარჩა არავინ, ვისაც გავლანძღავთ. თვით მოცემულობას კაცსა და ქალსაც უარყოფთ.

 თავისუფლების მაძიებელი ადამიანი ბოლომდე დაემონა თავის ინსტინქტებს. ის რასაც თავისუფლებას უწოდებს, ცხოველსაც აქვს“, - ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.