18 აპრილს ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩაზე მომხდარ ავარიას სკოლის მოსწავლე ანა ჩინჩალაძე ემსხვერპლა.
აღნიშნულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ლაგოდეხში ექსკურსიის დროს გარდაცვლილი 16 წლის გოგონას, სოფო ნიკოლეიშვილის დედა, ლანა ნიკოლეიშვილი გამოეხმაურა და სტატუსი გამოაქვეყნა.
„ისევ ჩაქრა 14 წლის ბავშვის სიცოცხლე, ისევ დაუდევრობით.
ისევ გამოტყნაურდა არამკითხე ძუკნები „მარტო რატომ იყო? დედა სად იყო?“
როდემდე უნდა ასხათ ცეცხლზე ნავთი არაქალებმა?!“, - წერს ლანა ნიკოლეიშვილი.
ცნობისთვის, სამართალდამრღვევი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „დედას მეორედ გათხოვების უფლება არ მივეცი“– რას ჰყვება ნუცა ბუზალაძე