Digest Logo

„ისინი სოციალური უთანასწორობისა გამო ჩამორჩენილები არიან...ამ ეტაპზე პოლიციის მხრიდან რაც საჭიროა გაკეთებულია“ - სამირა ბაირამოვა ძაღლის წამებაში ბრალდებულ კაცზე

1704791332
სამირა ბაირამოვა

მარნეულში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებული პირი დაკავებულია.

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული კაცის შესახებ უახლეს ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ არასრულწლოვანზე სექსუალური ხასიათის შევიწროების საქმეზე პოლიციამ ახლა შეიტყო და შესაბამისი ზომებიც გაატარა.

„მეგობრებო გუშინდელი ვიდეოს გამო კი ყველანი განადგურებული ვართ, მე თვითონ კი 5 წამზე მეტი არ მიყურებია. როგორც სხვა საქმეებზეც ამ საქმესაც, რა თქმა უნდა, ბოლომდე მივყვები.

ასევე გთხოვთ არასწორი ინფორმაციებით საზოგადოებას შეცდომაში არ შევიყვანოთ.  

ამ ეტაპზე პოლიციის მხრიდან რაც საჭიროა გაკეთებულია, ეს კადრები და ინფორმაცია ასევე ბავშვის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტიც, გუშინ გახდა ყველასთვის ცნობილი და მარნეულის პოლიციამ კადრების გავრცელების მომენტიდან დაიწყო რეაგირება, კონტაქტზე ვიყავით.

მე როგორც უფლებადამცველი ყურს, თვალს არ ვხუჭავ არც ერთ თემაზე და არასდროს ეროვნებაზე აქცენტს არ ვაკეთებ.

რეგიონში მომხდარი ამბებზე, როგორც პირველი წყარო, ინფორმაციას იმის გამო კი არ ვდებ, რომ აქ მივცეთ რეგიონში მცხოვრები ადამიანებს, უმცირესობების მიმართ გალანძღვის და დამცირების საშუალება, ისინი სოციალური უთანასწორობისა და დისკრიმინაციის გამო ჩამორჩენილები არიან.

ვინც ეროვნების დამცირებაზე კომენტარებს აკეთებს და პირადში მწერს, თქვენც არ გახდეთ ჩემი ობიექტი, რომ ცალკე შევიტანე საჩივარი.

დაასრულეთ ეს კულტურა!!!

შეგახსენებთ, რომ მეც ვარ აზერბაიჯანელი, რასაც ამბობთ არ ვართ იმ კატეგორიის ხალხი!!!

ვინც ის სასტიკი ქმედება ჩაიდინა, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სასტიკად მოხდეს მისი დასჯა ორივე შემთხვევის გამო.

დიდი შრომა გვაქვს წლებია ინტეგრაციაზე, თემის განვითარებაზე, ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე და გთხოვთ, ეს საქმეც არ გავაფუჭოთ“,- წერს ბაირამოვა.

ამავე თემაზე:

🎥 „ეჭვმიტანილია არასრულწლოვან გოგოზე სექსუალური შევიწროების საქმეშიც, სოფლიდან უნდა წავიდეს“ - რას ამბობენ ადგილობრივები ძაღლის წამებაში ბრალდებულ კაცზე

🔵 „მართლა ცუდად გავხდი, მართლა ხელით მიჭირავს გული“- რას წერს ინგა გრიგოლია

🔵 მარნეულში ნაწამები ცხოველი დაიღუპა - ბრალდებული პირი დაკავებულია