
ჟურნალისტი პაპუნა შუშანია, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას აქვეყნებს.
მისი ინფორმაციით, ამ დრომდე ღაზას სექტორიდან საჰაერო თავდასხმა მიმდინარეობს ისრაელის მთელ ტერიტორიაზე.
ამასთან, როგორც შუშანია წერს, თავდასხმების შედეგად დაჭრილია 200-ზე მეტი პირი.
„მთელი ისრაელის მასშტაბით ღაზას სექტორიდან შეუჩერებლად საჰაერო თავდასხმა მიმდინარეობს!
შეიარაღებული ტერორისტები სდეროტის ქუჩებში გადაადგილდებიან და მოსახლეობას კარის გაღებას სთხოვენ, თითქოს ისრაელის სამხედრო ჯარიდან არიან.
ბოლო ცნობებით, მოკლულია 4 მშვიდობიანი მოსახლეობა, 2 ტერორისტი კი ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა გაანეიტრალეს.
ხამასმა ღაზას სექტორის საზღვრიდან 5 ჯარისკაცი გაიტაცა.
საჰაერო თავდასხმა ისრაელის მთელ ტერიტორიაზე ამ წუთებშიც გრძელდება.
ისრაელის პრემიერის პრესკონფერენცია საქართველოს დროით14:00 საათზე დაიწყება»
ქალაქ ბერშევის სოროკას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსის მოტი კლაინის განცხადებით, ამ დროისთვის საერთო ჯამში, 200-ზე მეტი დაჭრილი საავადმყოფოებში მოათავსეს.
მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ“,- წერს ჟურნალისტი.
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ხუთი ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვის ავირჩევ თქვენი აზრით??“ - ამერიკული Voice - ის ქართველი მონაწილე მიმართვას ავრცელებს