ცნობილმა შეფმზარეულმა ლევან კობიაშვილმა მეუღლესთან, ნინა ილურიძესთან ჯვარი დაიწერა.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში წყვილის ახლობლებმა გაავრცელეს.
ჯვრისწერასთან ერთად, შეფმზარეული იუბილარიც იყო და ორივე მნიშვნელოვანი თარიღი ერთად აღნიშნა.
ფოტოებში, რაც ლევან კობიაშვილის ნათესავებმა გაავრცელეს, ჩანს, როგორ აქრობს ტორტს მეუღლესთან ერთად.
„ჯვარიც დაიწერეს, იუბილეს დაამთხვია შეფმა. ბედნიერები იყავით სულ და მუდამ“, - წერს კატო კიკაბაძე.
ცნობისთვის, შეფმზარეულ ლევან კობიაშვილს და ნინა ილურიძეს 2022 წელს გოგონა შეეძინათ, რომელსაც ელენე დაარქვეს. პატარა ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა.


ასევე დაგაინტერესებთ: