ტელეეკრანებიდან გამქრალი ჟურნალისტი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურად გვიზიარებს ოჯახურ თუ ყოველდღიურ კადრებს საკუთარი ცხოვრებიდან. იგი თავისი ხმაურიანი განცხადებებით თუ შეფასებებით მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა და აქტუალობას ბოლო რამდენიმე წელია არ კარგავს.
„შეიძლება, შემდგარი ადამიანი იყო როგორც ოჯახში, ასევე კარიერაში, თუმცა, ეს ორი ერთმანეთს არასდროს ემთხვევა. ჩემს შემთხვევაში, მთლიანად ჩართული ვარ ბავშვების ცხოვრებაში და ოჯახის ამბებში. შენი არჩევანია, სად გინდა, იყო შემდგარი – ოჯახში თუ კარიერაში. ზოგადად, წარმატებულია ის, ვინც თავისი საქმის პროფესიონალია. მე ვფიქრობ, წარმატებული ვარ ჩემს ოჯახში და ეს ძალიან მომწონს“, - ამბობდა ჟურნალისტი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ამჯერად ხატია „ინსტაგრამზე“ სტატუსს და ფოტოებს უზიარებს საზოგადოებას, სადაც წერს, რომ ყველა ადამიანმა საკუთარი ცხოვრებით უნდა იცხოვროს.
„იცხოვრე საკუთარ ცხოვრებაში... იყავი ინდივიდუალური და ამით იქნები ყველასგან განსხვავებული“, - წერს ხატია სიჭინავა.
View this post on Instagram
ცნობისთვის, ხატია სიჭინავა სპორტსმენ რამაზ ნოზაძის მეუღლეა, წყვილს 4 შვილი ჰყავს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ამასობაში კარლოსმა ქართულიც დახვეწა“ – რა ვიდეოს აქვეყნებს სოფი ლორენის ქართველი რძალი?
🎥 „არ არის სასურველი ფულის გასესხება“ - 7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის