Digest Logo

„კაცები - არ ტირიან“ არის ერთ-ერთი დიდი სულელური გამონათქვამი, რასაც მივყავართ ნევროზთან...“ - რას წერს რამაზ გიგაური

1731173599
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.

ამჯერად იგი აქვეყნებს პოსტს, სადაც ამბობს, რომ ნოემბერი კაცების ფსიქიკური ცნობიერების ამაღლების თვეა:

„მე“ როდესაც ხდება ჩაკეტილი, „უჰაერო“, „ურწმუნო“ (თავდაუჯერებელი), მშიშარა - ის ხდება აგრესიული, რომელიც ჯერ საკუთარი თავისკენ არის მიმართული და შემდეგ გარე სამყაროსკენ.

ქალს იოლად შეუძლია ემოციის გამოხატვა, რადგან ის უფრო მიმნდობია და არ ეშინია იყოს სუსტი. ბოლოს და ბოლოს ტირილი შეუძლია და არ რცხვენია ატირების.

კაცი ფსევდო-სიამაყის და ეჭვიანობის გამო ვერ ახერხებს ამას და ემოციის „შიგნით ჩაბრუნებას“ ახდენს, რასაც მივყავართ „ჩაკეტილ წრესთან“.

„კაცები - არ ტირიან“ არის ერთ-ერთი დიდი სულელური გამონათქვამი. სწორედ ეს არის ფსევდო-სიმყარე, რასაც მივყავართ ნევროზთან, აგრესიასთან, ემოციურ ტრავმებთან და არც თუ იშვიათად, ლეტალურ შედეგებთან.
კაცებო, იბრძოლეთ, მაგრამ როცა ნუ ბრაზობთ და ნუ ყვირით (განსაკუთრებით სახლში), რადგან ეს შიშის ნიშანია. თქვენი მთავარი ველი - ეს არის შინ, ამიტომ ოჯახის წევრებთან მოფომფლოვდით“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ დავიცვათ თავი სასუნთქი გზების სეზონური ინფექციებისგან? - ექიმის რჩევები

🎥 „ყოველი მოგონება არის შეხსენება იმისა, თუ როგორი იღბლიანი ვარ“ - ბერა ივანიშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

„ბელგიური თავგადასავალი...“ - ნუცა ცისკარიშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს