ქართველი სპორტსმენის და ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით გამოირჩევა და გამომწერებს სექსუალური ფოტოებით ანებივრებს.
სწორედ ამიტომ დოროყაშვილი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა.
ამჯერად იგი ინსტაგრამზე გამომწერებს ახალ პიკანტურ ფოტოებს უზიარებს, რასაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:
„ანათებ შენი სილამაზით“.
„ჩემი იდეალი ქალი“.
„მაგარი გოგო ხარ“, - წერენ კომენტარებში.
„კაცების უმრავლესობა მარტივ ქალს ირჩევს, რადგან ძლიერ ქალთან ისინი ვერ იკვებებიან. ძლიერი ქალი გამოწვევაა, სარკეა, რომელიც მათ აიძულებს საკუთარი სისუსტეები დაინახონ. ასეთ ქალთან ურთიერთობას სიმტკიცე და თვითდაჯერება სჭირდება და ბევრს ამისთვის მზადყოფნა არ აქვს.
ფსიქოლოგიური კასტრაცია ტერმინი ალბათ გაგონილი გექნებათ, ძლიერი ქალი აღვიძებს მათ შიშებსა და დაუკმაყოფილებლობას, ამიტომ ირჩევენ მარტივ გზას, სადაც არ სჭირდებათ საკუთარ თავზე მუშაობა“, - წერს ნეკა დოროყაშვილი კომენტარებში.
ასევე დაგაინტერესებთ: