
ქართველ პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილ გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ მამა გახდა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
როგორც იგი წერს, მეუღლის მშობიარობას დაესწრო.
„არის გმირობები, რომლებიც, რომც არ გამოცადო - გასაგებია. თუნდაც ძალიან შორეული და გზაზე ძნელად შესახვედრი. არის ისეთი, რომელსაც ვერასდროს გაიგებ, რაც უნდა ახლოს იდგეს მასთან, განიცდიდე, მონაწილეობას ცდილობდე და შეხიდებას.
კეკე ნაშუადღევს, ხუთი ნახევრისკენ დაიბადა. მანამდე იყო მარიამის ერთი დღე ამ ლოგინზე და ცხრა თვე სხვაგან. ამ ცხრა თვის ყველა დღე გამოდგა სხვადასხვანაირი, თითქოს მთავარი გმირის ცხოვრებას წინასწარ იმეორებდა - დაბადებამდე. ტკივილით, უძალობით, ცრემლით, ღიმილით, სიხარულით, ძალით.
მე დავესწარი მშობიარობას.
ალბათ ეს ზმნა ყველაზე ზუსტია, რამდენადაც სიტყვა დამსწრე არის მაინც უთვისებო და ვერთანაგამცდელი. მშობიარეს თავთან დგახარ და ხვდები, სინათლის წლის მანძილით შორს ხარ ამ მისტერიასთან - შიშთან, ტანჯვასთან, რომელმაც უნდა შვას მიუწვდომელი და მაინც მოულოდნელი ბედნიერება. მოულოდნელი - ამდენი დღის ფიქრით მაძღარი ლოდინის მიუხედავად.
კი. გმირობაა. კაცობრიობის ნახევრისთვის მუდამ გამოუცდელი გმირობა და მანძილი, რომელსაც ვერასდროს დავფარავთ და ვერასდროს დავეწევით. სულ უკან მიდევნებული ვიქნებით“, - წერს გიორგი კეკელიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სამყარო გასაჩუქრებთ...“ - 9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან
⭕„მინდა გაგიზიაროთ საიდუმლო! ცხოვრება ახალ ეტაპს მიმზადებს...“ - რას წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი
⭕„დაბადების დღეს გილოცავ პრინცესა“ – ბექა ხოფერიამ ქალიშვილს ვარდების თაიგული და ტორტი მიართვა