Digest Logo

„კეთილი ინებე და გაიაზრე, რომ ის უძლურია და ვალდებული ხარ, მისი უძლურება იტვირთო“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

1784550751
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ჩვენ კი, ძლიერნი, მოვალენი ვართ, ვიტვირთოთ უძლურთა უმწეობა...“
ამ შემთხვევაში, ფიზიკური უძლურება კი არ იგულისხმება,
შენ რომ სულიერი ხარ და – ის რომ არ არის სულიერი,
შენ რომ კულტურული ხარ და – ის რომ არ არის კულტურული, შენ რომ გესმის და – იმას რომ არ ესმის....
ეს იგულისხმება;
რის გამოც ჩვენ ზემოდან ვუყურებთ ადამიანებს – აი ეს იგულისხმება
და პავლე გეუბნება, რომ ის უძლურია,
და თუ ძლიერი ხარ,
და ხომ ხარ ძლიერი?!
ხომ აძლევ შენს თავს უფლებას, რომ მისი მსაჯული გახდე?!
ხომ აძლევ?!
ამიტომ,
კეთილი ინებე ახლა და გაიაზრე, რომ ის უძლურია და ვალდებული ხარ, რომ მისი უძლურება იტვირთო,
მისი უმწეობა იტვირთო,
და „არ ვეძებოთ ჩვენი სიამე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„გაძლიერდება სურვილი, თამამად გამოხატონ საკუთარი ნიჭი, შემოქმედებითი პოტენციალი და უნიკალურობა“ - 22 ივლისს მზე ლომის ნიშანში გადავა

„წარმოიდგინეთ, როგორ ასუფთავებს წყალი თქვენს ენერგიას, ხსნის დაძაბულობას“ - რა რიტუალს გვიზიარებს ეზოტერიკოსი

„შეიძლება გამოვლინდეს ცხელებით, ყელის ტკივილით, ზოგადი გამონაყარით...“ - პედიატრის გაფრთხილება მშობლებს