
ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათაშვილმა უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ ღონისძიებაზე დაუკრა, მის მუსიკაზე კი საფრანგეთის ყოფილმა პირველმა ლედიმ კარლა ბრუნმა იმღერა. ბუნიათაშვილმა ვიდეო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და ამით უკრაინის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„ჩვენ ვიცით, რა არის კარგი და რა - ცუდი და ვიცით, სად არის დღეს პრიორიტეტები. მთავარი ადამიანია. ეშმაკის, ბოროტების პირისპირ აქტიური პაციფისტები უნდა ვიყოთ და უნდა ვეცადოთ, ომი რაც შეიძლება მალე შეჩერდეს. ყველაზე თავისუფლად თავს მაშინ ვგრძნობ, როცა ვივიწყებ საკუთარ ეგოს, ჩემს არსებობას. ზოგჯერ მუსიკა ჩვენს განწყობაზე ძლიერია. ის კონკრეტულ ემოციებამდე მიგვიყვანს. სწორედ ამას აკეთებდნენ შოპენის მსგავსი გენიოსები. თითქოს სული სხეულს სხვა ადგილიდან უყურებს.ყველაზე თავისუფლად თავს მაშინ ვგრძნობ, როცა ვივიწყებ საკუთარ ეგოს, ჩემს არსებობას. ზოგჯერ მუსიკა ჩვენს განწყობაზე ძლიერია. ის მიგვიყვანს კონკრეტულ ემოციებამდე. სწორედ ამას აკეთებდნენ შოპენის მსგავსი გენიოსები. თითქოს სული სხეულს სხვა ადგილიდან უყურებს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თავისუფლება არის რაღაც ძალიან მშვენიერი. ამას ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი იმისთვის არსებობს, რომ შეგვახსენოს თავისი ქმედებებით და საკუთარი თავისუფლებით ამ სილამაზის შესახებ, რომელიც ზოგჯერ რენესანსს ჰგავს“, - ამბობდა ხატია ბუნიათაშვილი, მაშინ როცა უკრაინაში რუსეთი შეიჭრა.
View this post on Instagram
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ჩემი „ინბოქსი“ სავსეა ჩემი შვილების ლანძღვით“ - თინა კანდელაკი
🔵პუტინზე სიძულვილის ენით საუბარი დროებით ნებადართული ხდება - Facebook