Digest Logo

„ხათუნა რომ ავად გახდა, პირველ მისვლაზე ხმით ვტიროდი, რომ დამინახა, დამიძახა და ყურში ჩამჩურჩულა...“ - ნინი ქარსელაძის ემოციური პოსტი

1773858870
ნინი ქარსელაძე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება და მასთან დაკავშირებით ემოციურ ისტორიებს იხსენებენ.

ერთ-ერთი მომღერალი ნინი ქარსელაძეა, რომელიც პატრიარქთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მის შესახებ წერს. როგორც იგი წერს ჰქონდა ბედნიერება 5 წლის ასაკში გაეცნო პატრიარქი.

„წილად მხვდა ბედნიერება, 5 წლის ასაკიდან, ვყოფილიყავი მის სიახლოვეში.🤍 მასთან გატარებული ყველა წუთი, ჩემთვის ერთი დიდი დღესასწაული იყო! ხათუნა, რომ ავად გახდა… თითქოს მთელი სამყარო თავზე დამემხო, ცა ჩამომექცა და ფეხებში მიწა გამომეცალა… მეგონა, ჩემი ცხოვრება აქ დასრულდა.  გვქონდა პატივი თითქმის ყოველდღე, მივსულიყავით ჩვენს უწმინდესთან დასალოცად, მისგან ნუგეშის მისაღებად. ერთადერთი ადგილი იყო, სადაც იმედი ცოცხლობდა და იქ შესვლისთანავე ვიცოდი- მთებს გადავდგამდი, ყველა ომს მოვიგებდი!

პირველ მისვლაზე ხმით ვტიროდი, რომ დამინახა დამიძახა და ყურში ჩამჩურჩულა, „უფალი მოწყალეა, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებაო!” თან იქვე, მისი ჩვეული ჩუმი, დინჯი ტონით სწრაფადვე დაამატა კალენდულას ჩაი დაალევინე, იგივე გულყვითელაო. მიუხედავად იმისა, რომ მასთან გავიზარდე, ეს დღე დაუვიწყარი იყო.

გამოვედით და ზუსტად ვიცოდი, რომ ჩვენი ძალიან რთული ომი, რომელსაც ვიწყდებით უკვე მოგებული გვქონდა! ეს პატარა ისტორია ჩემთვის მთელი სიცოცხლე და ცხოვრებაა!

ჩვენო უწმინდესო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის, სიყვარულისთვის, სიკეთისთვის, გვერდში დგომისთვის და ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომისთვის! ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს და მსოფლიოს მართმადიდებლურ სამყაროს, ძალიან ძვირფასი ადამიანის, ჩვენი ერის მამის გარდაცვალებას!

გვიყვარხართ, მოგვენატრებით და უთქვენოთ ძალიან გაგვიჭირდება ცხოვრების გაგრძელება!🤍
დასრულდა ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი ეპოქა!“, - წერს ნინი ქარსელაძე.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nini Karseladze (@ninikarseladze)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ: 

⭕„თეთრი ორქიდეა უწმინდესის საყვარელი ყვავილია, იგი იყო მწყემსი კეთილი, რომელიც საქართველოს ზეციურ მფარველად გადაიქცა“ - ამბავი პატრიარქზე

⭕„მადლობა თქვენო უწმინდესობავ ყველაფრისთვის, რაც ქვეყნისთვის და ერისთვის გაგიკეთებიათ“ - ნოე სულაბერიძე

⭕„12 წლის ვიქნებოდი, როდესაც სიონის ტაძარში, უამრავ ადამიანში გამომარჩია, თავზე ხელი დამადო და დამლოცა, ეს შეგრძნება დღემდე მახსოვს“ - ნიკოლოზ ბასილაშვილი