საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება. მათ შორის არის ცნობილი ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე, იგი პატრიარქს მადლობას უხდის ყველაფრისთვის, რაც ქვეყნისთვის და ერისთვის გაუკეთებია.
„მადლობა თქვენო უწმინდესობავ ყველაფრისთვის, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე ქვეყნისთვის და ერისთვის გაგიკეთებიათ“, - წერს ნოე სულაბერიძე.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ: