Digest Logo

„ხელოვნური ინტელექტი არ გეგონოთ....ჩემი ბავშვობის ოცნების ფოტოსესიაა...“ - რა კადრებს აქვეყნებს გიორგი ჯობავა ტანზანიიდან

1773209540
გიორგი ჯობავა

ვიდეოგრაფი გიორგი ჯობავა ყველასთვის ნაცნობი სახეა. მას სხვადასხვა პლატფორმაზე აქვს შექმნილი არხი, სადაც საკუთარ ნამუშევრებს, ქორწილების თუ პერსონალურ ვიდეოებს პერიოდულად აქვეყნებს.

ბოლო რამდენიმე თვეა ვიდეოგრაფმა გადაწყვიტა მთელი თავისი რესურსი მხოლოდ „იუთუბის“ და საკუთარ თავს დაუთმოს, შესაბამისად უარი თქვა ქორწილებისა და წვეულებების გადაღებაზე და მთლიანი რესურსი ამ პლატფორმას დაუთმო.

გიორგი ჯობავა ამჯერად ახალ კადრებს ტანზანიიდან აქვეყნებს და ამბობს, რომ ეს მისი ბავშვობის ოცნების მოგზაურობაა:

„ხელოვნური ინტელექტი არ გეგონოთ.

ეს ჩემი ბავშვობის ოცნების ფოტოსესიაა. 

ჩემი პატარაობის გმირებს შევხვდი. 

მომავალში, თუ დროის მანქანა გამოიგონეთ და ამას კითხულობთ, გეხვეწებით, 2003 წელში გადადით და ჩემს პატარა მეს უთხარით, რომ მათ შეხვდება და სიმბას მიწაზე დადგამს ფეხს.

სასწაული ემოციები, სასწაული ვიზუალები.

უმაგრეს ვიდეოს გიმზადებთ აფრიკულ თავგადასავალზე“, - წერს გიო ჯობავა.

ფოტოები: 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არასასიკეთოა მოგზაურობა და სახლის შეცვლა...“ - 11 მარტის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕ „დასრულდა კიდევ ერთი უნიკალური ოდის ისტორია...“ - რა კადრებს აქვეყნებს გიორგი ნიკოლავა სამეგრელოდან

⭕ „მე როდესაც ღმერთთან ვსაუბრობ — მე უნდა ვიცოდე მას რაზე ვესაუბრები...“ - თეოდორე გიგნაძე