
ტელეწამყვანი და მოდელი გვანცა დარასელია 3 წელია, რაც ეკრანიდან გაუჩინარდა. ეს პერიოდი მან ოჯახსა და ოჯახურ ბიზნესს მოახმარა. ცოტა ხნის წინ კი გვანცამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა ოჯახმა პრაღაში რესტორანი გახსნა.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში სასიხარულო ამბავს გვიზიარებს, გვანცა დარასელია ეკრანებზე საავტორო „პოდკასტით“ ბრუნდება:
„დროა ვისაუბროთ.
გამარჯობა, მე ვარ გვანცა დარასელია — და ვიწყებ პოდკასტს თქვენთვის!
აქ ხმამაღლა ვილაპარაკებთ ყველაფერზე, რაც ოჯახში გვესმის, მაგრამ ხშირად არ ვამბობთ.
ურთიერთობები, ჯანმრთელობა, კარიერა, გადაწყვეტილებები — ეს ის თემებია, რომლებსაც ხშირად შეეხებით მშობლების შეკრებებზე, ექიმის რიგში ან მხოლოდ დახურულ კარს მიღმა.
მოკლედ – ყველაფერი, რაც ოჯახში ხდება“, - წერს გვანცა დარასელია ვიდეოზე.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცარი წყვილი...“ - ქეთი წიქვაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს