Digest Logo

„ხშირად ეუბნებით ბავშვებს უფროსები და ეს სასტიკად არ შეიძლება...“ - პედიატრის მიმართვა მშობლებს

1782562606
 ინგა მამუჩიშვილი

ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მშობლებისთვის მნიშვნელოვან თემაზე საუბრობს.

მისი თქმით, როდესაც ბავშვს მუდმივად სხვებს ადარებენ, მას შეიძლება თანდათან დაუქვეითდეს თვითშეფასება, დაკარგოს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, გაუძლიერდეს შფოთვა და შეცდომის შიში:

„ნახე, ის ბავშვი როგორ სწავლობს?

რა კარგად იქცევა?

როგორ კარგად ჭამს და სიმაღლეში როგორ გაგასწრო?

ასეთ ფრაზებს ხშირად ეუბნებით ხოლმე ბავშვებს უფროსები და ეს სასტიკად არ შეიძლება...

ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზებია, მაგრამ ბავშვისთვის ისინი ხშირად მტკივნეულ გზავნილად იქცევა.

როდესაც ბავშვს მუდმივად სხვებს ადარებენ, მას შეიძლება თანდათან დაუქვეითდეს თვითშეფასება, დაკარგოს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, გაუძლიერდეს შფოთვა და შეცდომის შიში.

ასეთ დროს მისი მიზანი აღარ არის საკუთარი განვითარებისკენ სწრაფვა,ის მხოლოდ სხვების „დაწევას“ ან მშობლების მოლოდინების გამართლებას ცდილობს.

ყველა ბავშვი ინდივიდუალური და უნიკალურია. მას საკუთარი ტემპი, ძლიერი მხარეები და განვითარების გზა აქვს. ამიტომ შევადაროთ მხოლოდ საკუთარ გუშინდელ დღეს - ეს არის ყველაზე ჯანსაღი და მოტივაციის მიმცემი მიდგომა.

ბავშვს არ აინტერესებს იყოს ვიღაცაზე უკეთესი - მას სჭირდება, რომ ყოველდღე გახდეს საკუთარი თავის უკეთესი ვერსია“, - წერს ინგა მამუჩიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„სოციალური პლატფორმები სავსეა არასწორი ინფორმაციით, სიცრუით, შეთხზული „ფაქტებით”, „ფეიკებით“, პანიკით“ - ლევან შელეგია

„დაიცალა ლამის სისხლისგან გოგო...“ - ვარკეთილში ძაღლმა ქალი დაკბინა

„20 წლის წინ ღმერთმა შენი თავი მაჩუქა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი კარგი კაცი მყავხარ“ - შალვა კეკელია შვილს იუბილეს ულოცავს