გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.
გთავაზობთ მის მორიგ პოსტს, სადაც იგი დეზინფორმაციაზე საუბრობს:
„ბრანდოლინის კანონი:
დეზინფორმაციის სიცრუის დამტკიცება უფრო დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ამ დეზინფორმაციის წარმოება.
ინტერნეტი, განსაკუთრებით სოციალური პლატფორმები, სავსეა არასწორი ინფორმაციით, სიცრუით, შეთხზული „ფაქტებით”, „ფეიკებით“, პანიკით, ისტერიით.
ეს ყველაზე კარგად ცხადყო პანდემიის და ვაქცინაციის პერიოდმა: ძალიან ადვილად ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია კოვიდზე, მედიკამენტებზე, ვაქცინებზე.
ბევრად რთული იყო იმის დამტკიცება, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო.
იტალიელი ინფორმატიკოსის ალბერტო ბრანდოლინის თანახმად, სისულელის სულელობის დამტკიცება მეტ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე მისი შექმნა.
ჰოდა, ნუ აიტკიებთ ხშირად თავს დეზინფორმაციის პროკურორის ამპლუაში, ეს ენერგია უფრო პროდუქტიულად დახარჯეთ.
მე კი გავაგრძელებ მითების დამსხვრევას. გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დაიცალა ლამის სისხლისგან გოგო...“ - ვარკეთილში ძაღლმა ქალი დაკბინა