
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ხშირად უზიარებს ასტროლოგიური მოვლენების შესახებ საინტერესო და შემეცნებით ინფორმაციას.
ამჯერად მან ფეისბუკზე მორიგი ცხოვრებისეული, შთამაგონებელი პოსტი გაავრცელა:
„ხშირად შეცდომებს მხოლოდ იმიტომ ვუშვებთ, რომ ადგილებს ვუცვლით გულსა და გონებას...
ვიწყებთ განცდას იქ, სადაც უნდა ვფიქრობდეთ და პირიქით - ვიწყებთ განსჯას, როდესაც საჭიროა მხოლოდ ჩვენს თავს მოვუსმინოთ, შევიგრძნოთ...
ხშირად სიჩქარეში გვავიწყდება, რომ სწრაფად მოქმედება კი არა, გააზრებაა მნიშვნელოვანი.
ცნობიერება და შეგრძნებები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ კი არ უნდა ვამუშაოთ, ისინი გვეძლევა იმისთვის, რომ ერთმანეთს დავაკავშიროთ“, - წერს ქეთი ოდიშელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ყველა ქალის დილა უნდა იწყებოდეს ასე...“ - შორენა ბეგაშვილი პარიზში მოგზაურობს
⭕კარინა ლისენკო ახალშობილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს