Digest Logo

„ხშირად თან ახლავს რეალობის შეცვლის შეგრძნება - თითქოს სხვა ვერსიაში გადახტი...“ - რას წერს ლევან მათითაშვილი

1769003581
ლევან მათითაშვილი

ტრენერი, პროგრამის „რეთრითი“ ხელმძღვანელი, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას სულიერ ტრანსფორმაციაში ეხმარება, ლევან მათითაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს. 

იგი ხსნის, რა არის კვანტური ნახტომი ცნობიერებაში:

„რა არის კვანტური ნახტომი ცნობიერებაში. ეს არის სულიერ-მეტაფიზიკური ტერმინი, რომელიც არის ფიზიკიდან გადმოღებული და ძალიან პოპულარული არის სულიერი განვითარების და პიროვნული ტრანსფორმაციის კონტექსტში.

კვანტურ ფიზიკაში კვანტური ნახტომი ნიშნავს, რომ ელექტრონი (ან სხვა ნაწილაკი) არა თანდათან, არამედ მყისიერად გადადის ერთი ენერგეტიკული დონიდან მეორეზე, სივრცის გავლის გარეშე - თითქოს ქრება ერთ ადგილას და ჩნდება მეორეზე.

ცნობიერებაშიც იგივე აზრი დევს - არა თანდათანობითი განვითარება, არამედ უეცარი, რადიკალური ნახტომი უფრო მაღალ ენერგოველზე.

ეს ნიშნავს:

უეცარი ცვლილება აღქმაში, რწმენაში, იდენტობაში. გადასვლა ძველი ვერსიიდან (შეზღუდული რწმენები, შიშები, ეგო) ახალ ვერსიაზე (უფრო მაღალი ცნობიერება, ერთობა, სიმშვიდე, სიყვარული).

ხშირად თან ახლავს რეალობის შეცვლის შეგრძნება - თითქოს სხვა ვერსიაში გადახტი. თანდათანობითი განვითარების ნაცვლად - უეცარი, რადიკალური გადასვლა უფრო მაღალ, თავისუფალ, სიყვარულზე დაფუძნებულ მდგომარეობაში, რასაც ხშირად თან ახლავს რეალობის სწრაფი ცვლილებები.

როგორ განიცდება ხშირად:

უეცარი „ვაუ-ვაი“ მომენტი ან ღრმა ინსაიტი;

ძველი რწმენების მოულოდნელი დაშლა;

ცხოვრების სწრაფი ცვლილებები (ურთიერთობები, სამსახური, ფინანსები);

ფიზიკური სიმპტომები:(თავბრუსხვევა, დაღლილობა, ყურებში ხმაური - „ენერგეტიკული გადატვირთვა“)
შეგრძნება, რომ სამყარო სხვანაირად გამოიყურება“, - წერს ლევან მათითაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

წარუმატებლობისგან გათავისუფლების რიტუალი

როგორ გვიბიძგებს შიში არასწორი არჩევანისკენ? რატომ გავრბივართ საკუთარი თავისგან და როგორ ვიძირებით არასწორ ურთიერთობებში? - ასტროლოგის განმარტება

„დაბლოკილი სექსუალური ენერგია გავლენას ახდენს თავდაჯერებულობაზე, თვითშეფასებაზე, კრეატიულობაზე, ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც“ - თამარ კვარაცხელია