
ჟურნალისტი და პიარსპეციალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება იწყება, რაშიც დიდი წვლილი დარგის მინისტრს, თეა წულუკიანს მიუძღვის.
„დღეს რომ 50 -მდე ქვეყანა, 400 -ზე მეტი მეტი სპორტსმენი, 20-ზე მეტი მსაჯი ჩამოვა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ფარიკაობაში თბილისში, ამაში ლომის წილი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და წულუკიან თეას, ასევე, პირადად ფარიკაობის პრეზიდენტ ბატონ მერაბ ბაზაძეს ეკუთვნის!
დიდი მადლობა, ერთ დიდ მუშტად შეკრულ ოჯახს! ხვალიდან იწყება თავდავიწყება! ფინალი 16-17 იანვარს გაიმართება!“, - წერს მოროშკინა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: