
ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 2021 წელს მიმოიხილავს.
მისი თქმით, რამდენიმე გაყიდული პიროვნების გამო მთლიანი ერი არ უნდა შეაფასო. როგორც მოროშკინა წერს, ქართული ჯიში უძლეველია, მისი კულტურით, მიღწევითა და წარმომავლობით.
„რამდენიმე „პროცენტზე“ გაყიდული ექიმის გამო, ნუ გადავუვლით საქართველოს, რამდენიმე სულგაყიდული „ჩინოვნიკის“ გამო ნუ ავიმძაღებთ სულს.
ყველას კარგად გვესმის, რომ დიდ ბიოლოგიურ ომში ვართ, რომელიც უფრო „მოგებიანი“ აღმოჩნდა თვით ნარკოტიკის და იარაღის ბრუნვაზე!
ჩვენ შეიძლება ვაგებთ ბრძოლებს, მაგრამ მოვიგებთ ომს!
იმიტომ რომ ყველაზე მაგრები, ნიჭიერები და უძლეველები ვართ!
სანამ ევროპა კანკალებდა, ჩვენ არნახული მეჯლისი მოვაწყვეთ, სანამ მსოფლიო გოდებდა ჩვენ „დავღეჭეთ“ ოლიმპიადა და უმაგრესი რეზულტატით დავბრუნდით, ჩვენ ცეცხლი დავანთეთ ყინულზე და ოქრო წამოვიღეთ, ჩვენს ხმალს და რა პირას წამოეგო სრულიად მსოფლიო, პარაოლიმპიელებმა საოცრებები დაატრიალეს და საქმით დაამტკიცეს, რომ სულის სიძლიერე უზენაესია!
ჭადრაკის დედოფალმა კვლავ იდედოფლა, ყველაზე მძიმე წონაც დაძლეულია!
ჩვენმა ბიჭებმა და გოგოებმა დაადუღეს მსოფლიო სცენები, ასეთი ხმები, ასეთი შესრულება, ასეთი თავგანწირვა..
ჩვენმა გენოფონდმა ფეხზე დააყენა მსოფლიო!
მივიღეთ ჯილდოები მსოფლიო კინო ფესტივალებიდან!
რა ქნას მეტი სამ მილიონიანმა ერმა?
მართალია მავანთა აღწერით უკვე ჩინეთს გადავუსწარით რაოდენობით, ღმერთმა ქნას რომ ასე იყოს!
ისე კი მადლობა თითოეულ ჩვენგანს, ეს ჯიში უძლეველია!
ბედნიერი კვირა ერო“,- წერს მოროშკინა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მანქანაში ჩამტენეს, უკანა სავარძელზე დამაგდეს და ტრუსი გაიხადეო, მითხრეს... ორივემ გამაუპატიურა“ - გაუხმაურებელი ამბავი
🔵არის თუ არა საშიში ნაბახუსევის დროს წყლის მიღება - ანზორ მელიას რჩევები
🔵მიხეილ სააკაშვილმა სოფო ნიჟარაძეს ნიუ-იორკში 2 000 000 დოლარად ღირებული ბინა უყიდა?
🔵უატესტატობა, სკოლიდან გაგდება, მღვდლობა და „კანონიერი ქურდობა“ - ნიკა ქაცარიძის უცნობი ამბები