Digest Logo

რამდენ წუთში შეუძლია კოვიდინფიცირებულს რომ ვირუსი გადმოგდოთ? - ზაალ კოკაია საგანგაშო ინფორმაცია ავრცელებს

1642148389
ზაალ კოკაია

პანდემიის ერთ-ერთ მწვავე ფაზაში ექიმები და ჯანდაცვის სპეციალისტები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა ნაჭრის პირბადის, ე.წ N95 ან KN95 პირბადეებით ჩანაცვლება. როგორც The Wall Street Journal-ი წერს, კორონავირუსის ახალი შტამი ომიკრონი იმდენად სწრაფად გავრცელებადია, რომ მისგან დასაცავად ნაჭრის პირბადეები საკმარისი აღარ არის. 

The Wall Street Journal-ის მიერ გამოქვეყნებული ცხრილი, ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ კოკაიამაც გაავრცელა და ხაზი გაუსვა, რომ პირბადეს ეპიდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

„პირბადე იცავს!

აცრა, პირბადე და სოციალური დისტანცირება - ეს არის ის იარაღი, რაც დღეს ხელთ გვაქვს კოვიდ პანდემიასთან საბრძოლველად.

ეს ცხრილი გამოაქვეყნა Wall Street Journal-მა 10 იანვარს (https://www.wsj.com/.../cloth-face-mask-omicron-11640984082).

ამ ცხრილის მიხედვით, თუკი ინფიცირებული ადამიანი ატარებს ქირურგიულ პირბადეს, არაინფიცირებულ ადამიანს, რომელიც ასევე ატარებს ქირურგიულ პირბადეს, დასაინფიცირებლად დასჭირდება 1 საათიანი კონტაქტი. N95/FFP2 პირბადის ტარებისას, რომელიც გაცილებით უფრო საიმედოა, იგივე ვითარებაში ინფიცირების დრო იზრდება 25 საათამდე, ხოლო პირბადის გარეშე 15 წუთიანი კონტაქტიც კი საკმარისია დასაინფიცირებლად.

გასათვალისწინებელია, რომ ეს მონაცემები ეხება დელტას და ომიკრონის შემთხვევაში, სავარაუდოდ, ინფიცირება უფრო მალე ხდება“, - წერს კოკაია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„20 წლის წინანდელი დანაშაული დადასტურებულიც რომ იყოს, ხაზარაძის და ჯაფარიძის დაჭერა დღეს არის მავნებლობა“ - ნათია ფანჯიკიძე

🔵„სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის“ - მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა

🔵„მინდა გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი დაკვირვება კლინიკური პრაქტიკიდან“ - ნანა გეგეჭკორის რჩევები „ომიკრონთან“ დაკავშირებით