
პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე ძველით ახალ წელზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, ის ფიქრობს რომ ამ დღეს ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს სადღესასწაულო სუფრის გაშლა და ადამიანებს გულდასაწყვეტი მოწყენილობის ატანა უწევთ.
„უყვარს ჩვენს ხალხს კალანდა, უნდა ჩვენს ხალხს ძველით ახალი წლის აღნიშვნა, მაგრამ იშვიათად შემორჩება ხოლმე ერთი-ორი გროში პატარა სუფრის გასაშლელად… თან დენი, გაზი, ტრანსპორტი, პირველადი მოხმარების პროდუქტები, ყველაფერი გაძვირებულია! შესაბამისად, არნახული სევდა ახლავს ხოლმე 14 იანვარს!
მდიდარ ოჯახებს ან სოფლად მცხოვრებ ადამიანებს ეს სევდა ნაკლებად ეხებათ. ქალაქის საშუალო და ღარიბ ფენებს უწევთ ხოლმე გულდასაწყვეტი მოწყენილობის ატანა…
ღმერთმა ყველას მისცეს კალანდაზე მდიდრული სადილის ხალისით მომზადების საშუალება ! პირველი, მეორე, მესამე კერძით … გილოცავთ“, - წერს ლევან ლორთქიფანიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: