ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის 2026 წლის დაჯილდოებას ტრავმის გამო ვერ დაესწრება.
ასევე ცერემონიაზე ვერ იქნება პსჟ-ს დელეგაციაც, რომელსაც წინა წლის მსგავსად, ოქროს ბურთის დაჯილდოების დღეს მატჩი ჩაუნიშნეს.
ხვიჩა კვარაცხელია ახალი კვირის დასაწყისში მუხლის ოპერაციას გაიკეთებს. ზუსტი თარიღი მალე დაზუსტდება.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში Geo team-ი ავრცელებს:
ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მძიმე ტრავმა ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში, „ბარსელონას“ წინააღმდეგ მიიღო (4-2). მატჩის მსვლელობისას მიღებული დაზიანების გამო მან მოედანი ნაადრევად დატოვა, პარიზული კლუბის სამედიცინო შტაბის მიერ ჩატარებულმა დეტალურმა გამოკვლევამ კი ყველაზე უარესი სცენარი დაადასტურა - მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის (ACL) გაწყვეტა.
ქართველ ფეხბურთელს უახლოეს დღეებში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც 6-იდან 9 თვემდე გათვლილი ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესი დაიწყება. ეს ნიშნავს, რომ კვარაცხელია 2026/27 წლების სეზონის დარჩენილ ნაწილს სრულად გამოტოვებს. მძიმე დიაგნოზის მიუხედავად, ხვიჩამ სოციალური ქსელით გულშემატკივრებს მიმართა და აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის პროცესში არცერთ წამს არ დაკარგავს, რათა მოედანს კიდევ უფრო ძლიერი და ბრძოლისუნარიანი დაუბრუნდეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ტომ ბრედი და კენდის სვეინპული უკვე რამდენიმე თვეა ხვდებიან - წყვილმა რომანი დამალა
⭕10 ფრაზა, რომელიც შვილს არასდროს უნდა უთხრათ - ფსიქოლოგების მთავარი გაფრთხილება მშობლებს