Digest Logo

„კიდევ რაღაც ახალი პრობლემა დაინახეს, გავდივარ მკურნალობის კურსს“ - ხათუნა ჟორდანია თურქეთში იმყოფება

1655358647
ხათუნა ჟორდანია

ხათუნა ჟორდანია თურქეთში შემოწმებაზე ჩასულს ახალი პრობლემა აღმოუჩინეს და ამჟამად, მკურნალობის კურსს გადის. ამის შესახებ მან ფეისბუკ Live-ში ისაუბრა.

„ამჟამად ვიმყოფები სტამბოლში, ჩამოვედი შესამოწმებლად, მიწევდა სამ თვეში ერთხელ ჩამოსვლა, გადამიყვანეს 6 თვეზე, თუმცა ჩამოვედი ცოტა დაგვიანებით 6 თვის თავზე და კიდევ რაღაც ახალი პრობლემა დაინახეს. გავდივარ მკურნალობის კურსს, რაც გამოიხატება დასხივებაში, ანუ ვიკეთებ თითქმის ყოველ დღე“ – ამბობს ჟორდანია და სხვა პაციენტებს გამამხნევებელ მიმართვას უგზავნის.

„სიმსივნე არ არის განაჩენი და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მე ვიყავი და ვარ ამის მაგალითი. ზუსტად ვიცი, ის პატარა პრობლემა რაც არის, იმასაც მოვერევი და ვიბრძოლებ, ბოლომდე რომ მოვერიო ამ ვერაგ დაავადებას. ყველა იმ ადამიანმა, ვინც ებრძვის ამ დაავადებას, ერთი წამით არ დაყაროთ ფარ-ხმალი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მე ჩემი სიცოცხლით დაგიმტკიცებთ, რომ ყველა დაავადება განკურნებადია. თუ ადამიანი მოინდომებს“, - ამბობს მიმართვაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მოგიყვებით დეტალურად რა ხდება ჩვენს თავს.. დაიხურა ვანო... ჩემი გადაცემაც... ვიბრძვით გადარჩენისთვის“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

🔵„სავსემთვარეობა ენერგეტიკულად მძიმე დღეა - არ აჰყვეთ პესიმისტურ და დეპრესიულ ფიქრებს“ - ცაგარელი

🔵„გაფრთხილება! მიმდინარე პერიოდში ცაზე სატურნისა და კარმული კვანძების დაძაბული ასპექტები მეტად არასასიამოვნო კონფიგურაციას ქმნიან“ - ხათუნა ნოელი